17 წლამდე ბავშვები 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ  

17 წლამდე ბავშვები 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ   

საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, სახელმწიფო სოციალურ პროექტებს გააგრძელებს. ამ კუთხით ერთჯერადი ფულადი დახმარებებია გათვალისწინებული.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრ ადამიანს ფინანსური ზარალი მიადგა, ამიტომაც ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის რთულ პერიოდში მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

„ყველაზე მთავარი – ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის სახელმწიფოს მხრიდან  ერთჯერადად  200 ლარის ოდენობის დახმარებაა გათვალისწინებული და ეს იქნება ჩვენი ბავშვებისთვის სასწავლო წლის დასაწყისამდე ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება“, – განაცხადა პრემიერმა.

მან დასძინა, რომ დღეისთვის საქართველოში 17–წლამდე  დაახლოებით300 ათასი მოსწავლეა.

 

 

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე