დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე ბორჯომში, ლიკანის დასახლებასთან ახალციხის სამგზავრო მიკროავტობუსი და დისტრიბუციის მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად დაშავებული რვა მგზავრი ბორჯომის საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამგზავრო მიკროავტობუსი ახალციხეში ბრუნდებოდა. შეჯახების შედეგად დაშავდნენ მგზავრები.
„რვა პირია ჩვენთან შემოყვანილი. მათი მდოგმარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – ამბობს ბორჯომის საავადმყოფოს მენეჯერი ირაკლი დიასამიძე.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.