ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა კვლავ პარალიზებულია, ამჯერად ქალაქთან

ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა კვლავ პარალიზებულია, ამჯერად ქალაქთან

ქალაქ ახალქალაქიდან სოფელ კუმურდოს ჯვარედინამდე მრავალკილომეტრიანი საცობი წარმოიქმნა, მოძრაობა პარალიზებულია. მიზეზი ახალქალაქის ციხესიზღვრესთან ახლოს გაფუჭებული მსუბუქი ავტომობილი გახდა. ავტომანქანა დიდ ორმოში ჩავარდა, რის შედეგადაც ელექტრონიკა დაზიანდა. მძღოლმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში („112“) დარეკა და დახმარებას ელოდება.
fura_1
ახალქალაქის ციხესიმაგრესთან ახლოს, „ქალაქამდე“ მიუსვლელად, კილომეტრიანი საცობები წარმოიქმნა. მიზეზი ციხესიმაგრის მახლობლად, ხიდთან გაფუჭებული მსუბუქი ავტომობილი გახდა. ავტომანქანა შეეცადა ფრთხილად გაევლო ორმო, თუმცა მასში ჩარჩა და ავტომობილის ელექტრონული სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. შედეგად, გზის ორივე მხარეს მოძრავი დიდი ტრაილერები (ფურები) გავლით ვერ გადაადგილდნენ და საცობი წარმოიშვა.
fura_2
ადგილზე პატრულ-პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც მოძრაობის დარეგულირებას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 ოქტომბერს, სოფელ კარწახში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და სხვადასხვა ქვეყნის ტრაილერის (ფურის) მძღოლებმა ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა სპეციალურად გადაკეტეს მოთხოვნით, მოწესრიგდეს გზა, რომელზეც დაზიანების გარეშე გადაადგილება შეუძლებელია.
თუმცა გზა დიდხანს არ დარჩენილა ჩაკეტილი — ის ახალქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოსვლის შემდეგ გახსნეს. მოგვიანებით შეკრებილ მცხოვრებლებთან პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი და ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი მივიდნენ. ისინი ადგილობრივებს დაპირდნენ, რომ ორშაბათს გრეიდერი ორმოებს გაასწორებს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე