რატომ ფერხდება გზების ორმოული შეკეთება ახალქალაქში?

რატომ ფერხდება გზების ორმოული შეკეთება ახალქალაქში?

ახალქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე არსებული ორმოები ტრანსპორტის მოძრაობას კვლავ ართულებს. მიუხედავად იმისა, რომ ორმოული შეკეთება გაზაფხულზე ჩატარდა, შემოდგომაზე მისი ხელახლა ჩატარება იგეგმებოდა, თუმცა სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ახალქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ სამუშაოების შეფერხება უკავშირდება იმას, რომ პასუხისმგებელი კომპანია სოფლებში გზების მშენებლობით არის დაკავებული.

ახალქალაქის რიგ ქუჩებზე გზის დაზიანებული მონაკვეთები კვლავ შეუკეთებელი რჩება. ორმოები არა მხოლოდ უხერხულობას უქმნის მძღოლებს, არამედ ართულებს მოძრაობას, განსაკუთრებით იმ მონაკვეთებზე, სადაც გზის საფარი არსებითად არის დაზიანებული.

ახალქალაქის გზებზე ორმოულ შეკეთებას კომპანია „ჯავახავტოგზა“ ახორციელებს. ქალაქში ასეთი სამუშაოები ბოლოს გაზაფხულზე ჩატარდა. შემოდგომაზე გზის დაზიანებული მონაკვეთების ხელახლა დამუშავება იგეგმებოდა, თუმცა სამუშაოების დაწყება გადაიდო. მერიაში ირწმუნებიან, რომ შეკეთება აუცილებლად ჩატარდება.

1000062123

აღნიშნულ თემაზე Jnews-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს, არა მოვსესიანის ესაუბრა. მისი თქმით, ორმოული შეკეთების შეფერხება მერიისთვისაც საფიქრალ პრობლემად იქცა, რადგან სამუშაოების დაწყებას ისინიც ელოდებიან.

„ორმოული შეკეთების სამუშაოები ჩვენთვისაც ძალიან მტკივნეულ თემად იქცა, რადგან სამუშაოების დაწყებას ჩვენც დღედიღე ველოდებით. სოფლებში გზებს ვაშენებთ და დასრულების ვადებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გვაქვს. კომპანია ამ გზების მშენებლობაზე მუშაობს, რის გამოც ორმოული შეკეთება ოვნდება. თუმცა წლის ბოლომდე ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, — აღნიშნა არა მოვსესიანმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა მომავალი წლისთვის გამოცხადებულ ტენდერში ცვლილებები ორმოულ შეკეთებასა და სამუშაოების მოცულობასთან დაკავშირებით, არა მოვსესიანმა შემდეგი უპასუხა:

„მომავალ წელს ვგეგმავთ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ორმოების შეკეთებაში. რა თქმა უნდა, ასევე იგეგმება სამუშაოების მოცულობის გაზრდაც“.

მანამდე კი მძღოლები და ახალქალაქის მცხოვრებლები მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი სამუშაოების დაწყების მოლოდინს განაგრძობენ. მიუხედავად იმისა, რომ მერია წლის ბოლომდე შეკეთების დასრულებას დებს პირობას, შეფერხება, ამინდის გაუარესების პარალელურად, ქალაქის გზებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

თეგები: ახალქალაი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე