ახალქალაქელი გორ აივაზიანი, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობდა, ლივენცევის სახელობის საერთაშორისო საჩხუბო/საბოქსო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
გორ აივაზიანმა, რომელიც საქართველოს დროშის ქვეშ 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ოთხ მეტოქეზე დაამყარა გამარჯვება და ტურნირის ჩემპიონი გახდა.
შევიტანოთ ისიც, რომ ტურნირში 8 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
გორ აივაზიანმა თავისი მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. გორი ახალქალაქის სპორტული კომპლექსის აღსაზრდელია. მისი პირადი მწვრთნელია გაგიკ ელიზბარიანი. აივაზიანი მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი და ევროპის ოთხგზის ჩემპიონია.
ხაზგასასმელია, რომ ვიქტორ ლივენცევის სახელობის მემორიალური ტურნირი არის საერთაშორისო ტურნირი კრივში, რომელიც რეგულარულად ტარდება ბელარუსის დედაქალაქ მინსკში და საბჭოთა კავშირის გმირის, ვიქტორ ლივენცევის ხსოვნას ეძღვნება.