30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საბაგირო ქარხნის მრავალბინიან კორპუსში, სამი წლის ბავშვი ფანჯრის ბადეს მიეყრდნო და მეხუთე სართულიდან გადავარდა. ბავშვი რეანიმობილით თბილისში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
გოგონა თავდაპირველად ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. Jnews-ის ინფორმაციით, ბავშვს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება და კომატოზურ მდგომარეობაშია. შემდგომი მკურნალობისთვის თბილისიდან რეანიმობილი გამო გამოიძახეს, რის შემდეგაც პაციენტი დედაქალაქში გადაიყვანეს.