ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება 2026–2027 სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა მიღებას აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია ახალქალაქის მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
რეგისტრაციის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ფორმის №100;
2 ფოტოსურათი;
მშობლის პირადობის მოწმობა.
დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით.
საბუთები უნდა წარადგინოთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართზე: ჩარენცის ქუჩა №11, პირველი სართული.
იმის შესახებ, თუ საიდან და რამდენ ბავშვს მიიღებს გაერთიანება საბავშვო ბაღებში 3 დახურული სკოლამდელი დაწესებულების პირობებში, Jnews მოგვიანებით დაწერს.