საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5 %-ით გაიზარდა და 3 775 415 კაცი შეადგინა, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში, აღწერათაშორის პერიოდში 99.2 %-დან 96.1 %-მდე შემცირდა – ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საყოველთაო აღწერა – 2024-ის დაზუსტებულ მონაცემებში.
ამასთან, მათივე ცნობით, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რიცხოვნობამ 133 857 კაცი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ განახლებული მონაცემების მიხედვით, 2014 წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები უკრაინის, ინდოეთის და რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა. კერძოდ, თუ წინა აღწერის შედეგად საქართველოში მუდმივად მცხოვრები 7 620 რუსეთის მოქალაქე იყო, 2024 წლის აღწერით მათმა რიცხვმა 37 715 შეადგინა, ანუ ზრდა 395%-ია.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას, 2024 წლის აღწერის შედეგად ასე გადანაწილდა:
რუსეთი – 37 715 ადამიანი (2014 წელს – 7 620, ზრდა 395%);
ინდოეთი – 23 925 ადამიანი (2014 წელს – 416, ზრდა 5 651%);
უკრაინა – 11 542 ადამიანი (2024 წელს – 1 631, ზრდა 608%);
აზერბაიჯანი – 8 309 ადამიანი (2024 წელს – 3 236, ზრდა 157%);
სომხეთი – 5 381 ადამიანი (2024 წელს – 3 784, ზრდა 42%);
თურქეთი – 5 262 ადამიანი (2024 წელს – 1 410, ზრდა 273%);
ბელარუსი – 4 473 ადამიანი (2024 წელს – 101, ზრდა 4329%);
ირანი – 4 322 ადამიანი (2024 წელს – 193, ზრდა 2139%);
ისრაელი – 3 244 ადამიანი (2024 წელს – 220, ზრდა 1375%);
იორდანია – 3 037 ადამიანი (2024 წელს – 1, ზრდა 303 600%).
ცნობისთვის, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 0.4 %-ით მეტია 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ (3 914 000 კაცი) წინასწარ მონაცემებთან შედარებით.