2026 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9.121 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი 158.114 მლნ დოლარით მეტია (1.8%) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის მაისის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.962 მლრდ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის მაისის მდგომარეობით, უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.831 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.777 მლრდ დოლარს აჭარბებს, ორმხრივი კრედიტორების კი 1.550 მლრდ დოლარს.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 289.376 მლნ დოლარს შეადგენდა.

2026 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

მსხვილი კრედიტორები 2026 წლის მაისის მდგომარეობით:

აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.512 მლრდ დოლარი;
მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.908 მლრდ დოლარი;
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.186 მლრდ დოლარი;
მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) –366.194 მლნ დოლარი;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 218.870 მლნ დოლარი;
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 134.512 მლნ დოლარი;
ამასთან, საქართველოს მთავრობას ვალი აქვს ავსტრიის – 9.320 მლნ დოლარი; საფრანგეთის – 855.200 მლნ დოლარი; გერმანიის – 566.581 მლნ დოლარის; იაპონიის – 108.948 მლნ დოლარის და ა.შ.