მსოფლიოში ოქროს ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 324 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-იან კლებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 69.8 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.20%-ით დაკლებული მაჩვენებელია.

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 381 ლარი ღირს, 750 სინჯის – 285 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 223 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.01 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.26 ლარი ღირს.