ხვალიდან, 15 ივნისიდან, «B» და «BE» კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის (ქალაქის პირობებში) არსებული 3 მარშრუტის ნაცვლად 6 მარშრუტი იმოქმედებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დაემატა სამი ახალი მარშრუტი.
„მართვის მოწმობის გამოცდების ჩაბარების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 15 ივნისიდან ოზურგეთსა და ახალციხეში მარშრუტებში ცვლილებები შევა.
ოზურგეთში — «B» და «BE» კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი სამი მარშრუტი შეიცვლება ახალი მარშრუტებით;
ახალციხეში — «B» და «BE» კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის დაემატება სამი ახალი მარშრუტი,“ — აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალქალაქისა და ახალციხის მცხოვრებლები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს ძირითადად ახალციხეში აბარებენ, რადგან ახალქალაქში ეს ეტაპი არ ტარდება. გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მართვის მოწმობის კანდიდატები ხშირად სპეციალურ ცენტრებში ემზადებიან და სავარჯიშოდ გადიან საგამოცდო მარშრუტებს.
გთავაზობთ ახალ მარშრუტებს:
აქამდე მოქმედი მარშრუტები: