8 ივნისს, სოციალურ ქსელებში ახალქალაქის მცხოვრებლებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც ფოცხვერი ქალაქთან ახლოს მოძრაობს.

ჯავახეთის ეროვნულ პარკში განგვიცხადეს, რომ ფოცხვერი ამ მხარეში იშვიათობას არ წარმოადგენს და ხშირად გვხვდება თეთრობის ტყეებში, და აღნიშნეს, რომ მცხოვრებლებს არ უნდა ეშინოდეთ, არ უნდა ჩავარდნენ პანიკაში და მით უმეტეს, არ უნდა ინადირონ მასზე.

ეს მტაცებელი დასახლებულ პუნქტებს იშვიათად უახლოვდება.

ფოცხვერი — ეს არის დიდი გარეული კატა, რომელიც ბინადრობს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში. საქართველოში, მათ შორის ჯავახეთის რეგიონში, გვხვდება ევრაზიული ფოცხვერი — ფოცხვერის ყველაზე დიდი სახეობა.

ფოცხვერი მტაცებელია. მის რაციონს ძირითადად შეადგენენ კურდღლები, შვლები, წვრილი მღრღნელები, ფრინველები, ხანდახან კი ჩლიქოსანი ცხოველების ნაშიერები.

როგორც წესი, ნადირობს ბინდსა და ღამით, მსხვერპლს კი ჩასაფრებიდან ეპარება.

ჯანმრთელი გარეული ფოცხვერის თავდასხმა ადამიანებზე უკიდურესად იშვიათია. ჩვეულებრივ, ფოცხვერი თავს არიდებს ადამიანთან შეხვედრას და ცდილობს დაიმალოს. მიუხედავად ამისა, არ უნდა მიუახლოვდეთ ცხოველს, არ შეიძლება მისი გამოკვების ან დაჭერის მცდელობა.