2026 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები 670 ათასამდე პირია, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 670 ათასამდე პირიდან ბავშვის ბენეფიტით 233 880-ამდე ბავშვი სარგებლობს.

„2026 წლიდან აქტიურად დაიწყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების პროცესი, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად, რომლის მიზანია, სახელმწიფოს რესურსები რეალურად პროცესი წინასწარ შემუშავებული ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“, – ნათქვამია ანგარიშში.