მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას – როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ ხმობილნი, თქვენ ხართ საქართველოს იმედი და სიმტკიცე, ამიტომ მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს.

შიო III-მ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბძროლას დამოუკიდებლობისთვის.

თავის სიტყვაში შიო III-მ მიმართა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათ უთხრა, რომ “ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს”.

თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე. ადამიანს შთაგონებენ, რომ თითქოს თავისუფლება ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფააა – განაცხადა პატრიარქმა.