საქართველოდან 62 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს

19.05.2026 Newsroom სიახლე 196
საქართველოდან 62 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ნიგერიის, ეგვიპტის, ნეპალის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სუდანის, იორდანიის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების, ჯამში, 62 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე