საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს სასურსათო მაღაზიებში 1 კგ საქონლის ხორცის საშუალო ფასი 9,78 აშშ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო 75-ე ადგილს იკავებს რეიტინგში, რომელიც 103 ქვეყანაში საქონლის ხორცის ღირებულებას ზომავს.

აღსანიშნავია, რომ იმავე კვლევის თანახმად, საქართველოში საქონლის ხორცი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე იაფია, მაშინ როდესაც თურქეთში ის ყველაზე ძვირი ღირს.

კერძოდ, Numbeo-ს განახლებულ რეიტინგში თურქეთი მე-17 ადგილზეა, სადაც ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის საშუალო ღირებულება 20 დოლარია.

უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, 1 კგ საქონლის ხორცის საშუალო ფასები საქართველსა და მიმდებარე რეგიონში შემდეგნაირად გამოიყურება:

თურქეთი (მე-17 ადგილი) – 20,01 აშშ დოლარი;

სომხეთი (52-ე ადგილი) – 12,28 აშშ დოლარი;

რუსეთი (65-ე ადგილი) – 10,90 აშშ დოლარი;

აზერბაიჯანი (70-ე ადგილი) – 10,53 აშშ დოლარი;

საქართველო (75-ე ადგილი) – 9,78 აშშ დოლარი.

სად არის საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი და სად — ყველაზე იაფი?

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირი საქონლის ხორცი შვეიცარიაშია, სადაც ფასი 45 აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო ყველაზე იაფი — პაკისტანში, სადაც ერთი კილოგრამის საშუალო ფასი 4,68 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

Numbeo-ს მონაცემებით, მსოფლიოს იმ 5 ქვეყნის ჩამონათვალი, სადაც 1 კგ ხორცი ყველაზე ძვირი ღირს, ასე გამოიყურება:

შვეიცარია – 45,75 აშშ დოლარი;

ნორვეგია – 32,82 აშშ დოლარი;

ლუქსემბურგი – 27,74 აშშ დოლარი;

სამხრეთ კორეა – 25,28 აშშ დოლარი;

სინგაპური – 24,85 აშშ დოლარი.

ხოლო იმ 5 ქვეყნის სია, სადაც საქონლის ხორცი შედარებით იაფია, შემდეგია:

პაკისტანი – 4,68 აშშ დოლარი;

ნიგერია – 4,73 აშშ დოლარი;

კენია – 5,23 აშშ დოლარი;

ინდოეთი – 5,25 აშშ დოლარი;

ნეპალი – 5,36 აშშ დოლარი.