ირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადება წარუდგინა, – ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ომის დასასრულებლად აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლების მიზნით ირანმა მოთხოვნები შეარბილა.
წყაროების განცხადებით, თეირანი ვაშინგტონს ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობების განხილვას აშშ-ს მხრიდან იერიშების დასრულებისა და ირანის პორტებზე ბლოკადის მოხსნასთან ერთად სთავაზობს. აქამდე თეირანი საზღვაო ბლოკადის მოხსნას მოლაპარაკებების წინაპირობად ასახელებდა.
ასევე, ირანი აშშ-ს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის საკითხის განხილვას სთავაზობს.
წყაროების ინფორმაციით, ირანმა შუამავლებს აცნობა, რომ მზად არის მოლაპარაკებები პაკისტანში უკვე მომავალი კვირის დასაწყისშივე დაიწყოს, თუ აშშ წინადადებას დათანხმდება.