ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა – კვირის დინამიკაეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა – კვირის დინამიკა
მიმდინარე კვირაში ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
უფრო კონკრეტულად „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, კვირის დინამიკას:
27 აპრილს1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6930 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იმ დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1627 ლარი გახდა. მაშინ, როცა იმ დღეს მოქმედი კურსი 3.1505 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0122 ლარი შეადგინა.
28 აპრილს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6925 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0005 ლარი შეადგინა.
ევროს კურსი 3.1481 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0146 ლარი შეადგინა.
29 აპრილს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6920 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0005 ლარი შეადგინა.
ევროს კურსი 3.1499 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0018 ლარი შეადგინა.
30 აპრილს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6916 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0004 ლარი შეადგინა.
ევროს კურსი 3.1500 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.
1-ელ მაისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0008 ლარი შეადგინა.
ევროს კურსი 3.1593 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0093 ლარი შეადგინა.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0022 ლარით, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0034 ლარით გამყარდა.