მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი სტაბილურ ნიშნულზეა, თუმცა დღიური მაჩვენებლით მცირედი მატება ფიქსირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 616 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.51%-იან მატებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 73.29 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 2.40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 403 ლარი ღირს, 750 სინჯის – 302 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 235 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.61 ლარი ღირს, ხოლო 800 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.29 ლარი ღირს.