საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი სომხეთს აქვს

30.04.2026 Newsroom სიახლე 217
საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი სომხეთს აქვს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალის ფარდობა მშპ-სთან (მთლიან შიდა პროდუქტთან) 34,3%-ს შეადგენდა. ამრიგად, 145 ქვეყანას ვალის უფრო მაღალი დონე აქვს, ხოლო 42 ქვეყანას — უფრო დაბალი საგარეო ვალის ტვირთი. საქართველოს მეზობლებს შორის ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალი სომხეთში დაფიქსირდა — მშპ-ს 49%.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 35,8 მლრდ ლარს შეადგენდა. აქედან 24,2 მლრდ საგარეო ვალზე მოდის, ხოლო 11,6 მლრდ — საშინაო ვალდებულებებზე.

2025 წელს მთავრობის საგარეო ვალი 600 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო საშინაო — 1,1 მლრდ ლარით. თუმცა, ეკონომიკური ზრდის წყალობით, სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან 35,7%-დან 34,3%-მდე შემცირდა.

საქართველოს მეზობლებს შორის ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალი სომხეთში დაფიქსირდა — მშპ-ს 49%. შემდეგ მოდის თურქეთი — მშპ-ს 23,5%, აზერბაიჯანი — მშპ-ს 20,1% და რუსეთი — მშპ-ს 17,2%.

რაც შეეხება ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალის მქონე ქვეყნებს, პირველ ადგილს ვენესუელა იკავებს (მშპ-სთან ფარდობა 309%). შემდეგ მოდიან იაპონია — მშპ-ს 207% და სუდანი — მშპ-ს 188%. ამასთან, ყველაზე მაღალი ნომინალური დავალიანება აშშ-ს აქვს — 38 ტრილიონი დოლარი.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი სახელმწიფო ვალი ბრუნეის აქვს — მშპ-ს 1,5%. მას მოსდევს ტუვალუ (მშპ-ს 3,6%) და თურქმენეთი (მშპ-ს 3,8%).

მეთოდოლოგია — არსებობს ორი ტიპის სახელმწიფო ვალი:
▪️ საშინაო — რომელსაც მთავრობა ქვეყნის მოსახლეობისგან იღებს, ძირითადად კომერციულ ბანკებსა თუ ფინანსურ ფონდებზე ფასიანი ქაღალდების მიყიდვით.
▪️ საგარეო — რომელსაც მთავრობა სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებს.

წაიკითხეთ ვრცლად: bizzone.info

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე