საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის განახლებული მონაცემებით, 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქვეყნის მოსახლეობამ 3,941 მილიონი შეადგინა, რაც 0,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის 52% (2,048,577) ქალი იყო, ხოლო 48% (1,881,004) — მამაკაცი. ამასთან, ქალების პროპორციული წილი შედარებით მაღალი იყო თბილისსა და ქუთაისში (54%), ხოლო შედარებით დაბალი — ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში (49%).
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 76,0 წელი შეადგინა, მათ შორის მამაკაცებისთვის — 71,4 წელი, ხოლო ქალებისთვის — 80,6 წელი.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის საშუალო ასაკი 38 წელია.
რაც შეეხება სტატისტიკას, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს 35-დან 39 წლამდე და 10-დან 14 წლამდე ასაკის ადამიანები შეადგენენ.
ყველაზე მცირე ასაკობრივი ჯგუფი, რა თქმა უნდა, ჩვილები — 0-დან 1 წლამდე ბავშვები არიან.
კერძოდ, BusinessPressNews-ი წარმოგიდგენთ მოსახლეობის აღწერის მონაცემებს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:
35-დან 39 წლამდე – 303,160 ადამიანი
10-14 წლამდე – 289,264 ადამიანი
40-დან 44 წლამდე – 280,270 ადამიანი
15-19 წლამდე – 268,199 ადამიანი
30-დან 34 წლამდე – 267,214 ადამიანი
5-დან 9 წლამდე – 256,895 ადამიანი
65-დან 69 წლამდე – 246,084 ადამიანი
60-დან 64 წლამდე – 245,930 ადამიანი
45-დან 49 წლამდე – 244,790 ადამიანი
20-დან 24 წლამდე – 223,513 ადამიანი
50-დან 54 წლამდე – 223,472 ადამიანი
25-დან 29 წლამდე – 211,959 ადამიანი
55-დან 59 წლამდე – 209,826 ადამიანი
70-დან 74 წლამდე – 199,364 ადამიანი
1-დან 4 წლამდე – 167,166 ადამიანი
75-დან 79 წლამდე – 138,092 ადამიანი
85+ წელი – 68,214 ადამიანი
80-დან 84 წლამდე – 60,757 ადამიანი
0-დან 1 წლამდე – 36,934 ადამიანი