საქართველოს შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიები მთავრობის მიერ სპეციალური საკანონმდებლო ჩარჩოთია განსაზღვრული. ამაზე წერს bpn.ge.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილება არეგულირებს იმ პროფესიების ნუსხასა და ანაზღაურების წესს, რომელიც საჯარო სექტორისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, დეფიციტურ და მაღალანაზღაურებად კატეგორიას განეკუთვნება.

დოკუმენტის მიხედვით, იშვიათი და ფინანსურად მიმზიდველი სპეციალობები დაჯგუფებულია დარგობრივი ნიშნით, მათი ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

საინფორმაციო სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფერო:

  • ანალიტიკოსი/ანალიტიკა;
  • პროგრამისტი/პროგრამირება;
  • საინფორმაციო სისტემების ადმინისტრატორი/ადმინისტრირება;
  • საინფორმაციო სისტემის ინჟინერი/ინჟინერია და მართვა, ქსელების ადმინისტრატორი;
  • ინფორმაციული უსაფრთხოება;
  • კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი/კიბერუსაფრთხოება.

ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფერო:

  • საგადასახადო აუდიტორი/აუდიტი;
  • აუდიტის ზედამხედველობის ინსპექტორი.

სამოქალაქო ავიაციის სფერო:

  • მფრინავი/პილოტი/ავიასაწარმოების სერტიფიცირების ზედამხედველობის სპეციალისტი;
  • ფრენის სამედიცინო უზრუნველყოფაზე ზედამხედველი ექიმი-ინსპექტორი;
  • ავიასპეციალისტების სერტიფიცირების ინსპექტორი;
  • სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების ინსპექტორი;
  • ავიატექნიკოსი/საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის (Airworthiness)/ტექნიკური მომსახურების საწარმოს სპეციალისტი;
  • SAFA (უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების ბაქანზე შემოწმება) ინსპექტორი;
  • აეროდრომების/აეროპორტების ინსპექტორი;
  • სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ინსპექტორი;
  • საავიაციო უშიშროების ინსპექტორი (AVSEC);
  • საჰაერო მოძრაობის ორგანიზების უსაფრთხოების ინსპექტორი (ATM)/კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორი (CNS);
  • სააერნაოსნო ინფორმაციით მომსახურების უსაფრთხოების სპეციალისტი (AIS);
  • მეტეოროლოგიური მომსახურების უსაფრთხოების სპეციალისტი (MET);
  • საავიაციო ძებნა-შველის სპეციალისტი (SAR);
  • სააერნაოსნო პროცედურების/კარტოგრაფიული მომსახურების სპეციალისტი (PANS-OPS/Cartographic);
  • სამოქალაქო ავიციის საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის სპეციალისტი;
  • უპილოტო საჰაერო ხომალდების/სისტემების სპეციალისტი.

საზღვაო სფერო:

  • მეზღვაური;
  • გემთმშენებელი;
  • ჰიდროინჟინერი (საზღვაო);

ჰიდროგრაფიული სფერო:

  • ოკეანოგრაფიული დაკვირვებებისა და საზღვაო კვლევების დაგეგმარების სპეციალისტი;
  • საზღვაო კარტოგრაფი;
  • საზღვაო-სანავიგაციო რუკების კორექტორი/სპეციალისტი;
  • ჰიდროგრაფიული კვლევის ინჟინერი;
  • საზღვაო სინოპტიკოს-მეტეოროლოგი;
  • რადიო-ნავიგაციური საშუალებების სპეციალისტი (ნავიგაციური ტელექსი);
  • ნავიგაციის დამხმარე საშუალებების სპეციალისტი.

დადგენილების ბოლო რედაქციით, ნუსხას დაემატა სახელმწიფო ავიაციის სფერო, რომელშიც შემდეგი პროფესიები მოიაზრება:

  • მფრინავი/მფრინავი-ნავიგატორი;
  • ინჟინერი/ბორტ-ინჟინერი;
  • ბორტ-მექანიკოსი-ოპერატორი;
  • ტექნიკოსი/ბორტ-ტექნიკოსი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ჩამონათვალს ასევე ემატება ამ პუნქტით განსაზღვრული პირების ხელმძღვანელი პირი/პირები იმ შემთხვევაში, თუ მას/მათ უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ პირების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.