15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. პირდაპირ რეისებს ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ი შეასრულებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, China Eastern Airlines ი რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.
„ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. გადაწყვეტილება გააძლიერებს ხალხთაშორის ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას და დამატებითი შემოსავლების გენერირებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რა ეღირება ბილეთები თბილისი-შანხაის მიმართულებით?
ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ივლისში 1 გზის ფასი ეკონომ კლასში 441 დოლარიდან იწყება.