საქართველოს 19 კომერციული ბანკის მოგება 2026 წლის პირველ კვარტალში 894 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ეს 146 მილიონით, ანუ 19,5%-ით მეტია გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე. თუმცა, 4 ფინანსური ინსტიტუტი მუშაობას კვლავ ზარალზე აგრძელებს.

ბაზრის ლიდერად კვლავ Bank of Georgia რჩება 447,5 მლნ ლარის მოგებით. მეორე ადგილს TBC იკავებს 330,3 მლნ ლარის შემოსავლით. სამეულს ასრულებს Liberty (32,4 მლნ), რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში BasisBank-ის ნაწილი უნდა გახდეს.

ოთხი ბანკის ჯამურმა ზარალმა 12,7 მლნ ლარს გადააჭარბა (+0,2 მლნ მიმდინარე წლის თებერვალთან შედარებით). ამასთან, ცვლილებები მოხდა რეიტინგის ბოლოში: ზარალის მოცულობით Silk Road Bank-მა გადაუსწრო VTB Bank-ს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში სიის ბოლო ადგილი ეკავა.

საქართველოს ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 2026 წლის იანვარ-მარტში, ლარებში (ფრჩხილებში მოცემულია სხვაობა 2025 წელთან):

Bank of Georgia — 447,5 მლნ (+15%)

TBC Bank — 330,3 მლნ (+12%)

Liberty Bank — 32,4 მლნ (+9%)

BasisBank — 28,2 მლნ (+21%)

Credo Bank — 20,9 მლნ (-5%)

ProCredit Bank — 9,6 მლნ (+73%)

Terabank — 8 მლნ (+24%)

Halyk Bank — 6,1 მლნ (+57%)

Cartu Bank — 6 მლნ (-20%)

Microbank Crystal — 4,9 მლნ (+36%)

Pasha Bank — 4,1 მლნ (-545%)

İŞBANK — 4 მლნ (+7%)

Pave Bank — 2,6 მლნ (2025 წელს ზარალი იყო 0,2 მლნ)

Ziraat Bank — 1,7 მლნ (-5%)

Microbank MBC — 1 მლნ (+40%)

Paysera Bank — -0,5 მლნ (2025 წელს მოგება იყო 0,04 მლნ)

HashBank — -2,7 მლნ (2025 წლის ზარალი იყო 2 მლნ)

VTB Bank — -3,3 მლნ (2025 წელს ბანკის ზარალი შეადგენდა 33,5 მლნ-ს)

Silk Road Bank — -6,2 მლნ (2025 წლის ზარალი იყო 5,3 მლნ)

დაწვრილებით წაიკითხეთ: bizzone.info