საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მარკეტებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი თურქეთში, ყველაზე დაბალი კი საქართველოშია. კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებულ სტატისტიკის საფუძველზე ინფორმაციას აქვეყნებს bpn.ge.

103 ქვეყანას შორის თურქეთი მე-17, საქართველო კი 77-ე ადგილზეა.

უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასები ასე გამოყურება:

თურქეთი (მე-17 ადგილი) – 20.00 დოლარი;
სომხეთი (58-ე ადგილი) – 11.60 დოლარი;
რუსეთი (67-ე ადგილი) – 10.73 დოლარი;
აზერბაიჯანი (69-ე ადგილი) – 10.64 დოლარი;
საქართველოს (77-ე ადგილი) – 9.98 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და ფასი 45 დოლარს აჭარბებს, ყველაზე იაფი კი ნიგერიაშია (4.56 დოლარი).

5 ქვეყანა, სადაც მარკეტებში 1 კგ ხორცის საშუალო ფასი შედარებით მაღალია, ასე გამოიყურება:

შვეიცარია – 45.57 დოლარი;
ნორვეგია – 32.66 დოლარი;
ლუქსემბურგი – 27.04 დოლარი;
სამხრეთ კორეა – 25.18 დოლარი;
სინგაპური – 24.98 დოლარი.

იმ 5 ქვეყნის ჩამონათვალი კი, სადაც საქონლის ხორცი შედარებით იაფია, ასეთია:

ნიგერია – 4.56 დოლარი;
პაკისტანი – 4.70 დოლარი;
კენია – 5.16 დოლარი;
ინდოეთი – 5.33 დოლარი;
ნეპალი – 5.40 დოლარი.