გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 25-26 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონებში შენარჩუნდება მცირე ნალექი, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 25-26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27 აპრილს მოსალოდნელია ნალექი და ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 25-26 აპრილს იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექი და ქარია მოსალოდნელი. დღისით მოსალოდნელია +14, +16 გრადუსი.
თბილისში 25-26 აპრილს იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27 აპრილს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 25-26 აპრილს იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27 აპრილს კვლავ მოსალოდნელია ნალექი და ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 25-26 აპრილს იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27 აპრილს მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსს შეადგენს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 25-26 აპრილს იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27 აპრილს კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 25-26 აპრილს იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27 აპრილს მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. დღისით დაფიქსირდება +9, +11 გრადუსი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 25-26 აპრილს იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27 აპრილს მოსალოდნელია ნალექი და ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 25-26 აპრილს იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27 აპრილს მოსალოდნელია ნალექი და ქარი. ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.