23 აპრილს, ახალქალაქში სომეხთა გენოციდის 111-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ყოველწლიური, ტრადიციული ჩირაღდნებით მსვლელობა გაიმართება.

დასაწყისი: 19:30 საათი.

მარშრუტი: მსვლელობა დაიწყება ახალქალაქის ციხის ტერიტორიიდან და გაგრძელდება სურბ ხაჩის (წმინდა ჯვრის) ეკლესიამდე.

ორგანიზატორები — „ჯავახეთის ახალგაზრდული კავშირი“ — მოუწოდებენ ყველა მსურველს, შეუერთდნენ და მონაწილეობა მიიღონ ამ სამხსოვრო ღონისძიებაში.