საქართველოდან 56 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს

21.04.2026 Newsroom სიახლე 379
საქართველოდან 56 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, ჩინეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, პაკისტანის, ეგვიპტის, ისრაელის, კვიპროსის, მაროკოს, ნიგერიის, სომხეთის, უზბეკეთისა და აზერბაიჯანის – ჯამში 56 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე