მიმდინარე წლის მარტში საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 7,5%-ით გაიზარდა და 1,1 მლრდ კვტ.სთ შეადგინა. TBC Capital-ის მონაცემებით, იმავე პერიოდში მოხმარება ასევე გაიზარდა 4%-ით და 1,3 მლრდ კვტ.სთ შეადგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 759 მლნ კვტ.სთ, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,6%-ით მეტია.
ჰიდროელექტროსადგურებისგან განსხვავებით, თბოელექტროსადგურების გამომუშავება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 74%-ით გაიზარდა და 328 მლნ კვტ.სთ შეადგინა.
რაც შეეხება მოხმარებას, საცალო მოხმარებამ შეადგინა 754 გვტ.სთ (წლიური ზრდა 8,7%), ხოლო პირდაპირი მოხმარება 11%-ით შემცირდა და 254 მლნ კვტ.სთ შეადგინა. 2026 წლის მარტში აფხაზეთის მოხმარებამ 276 მლნ კვტ.სთ შეადგინა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,4%-იანი ზრდა).