წალკის გავლით გზა შეზღუდვებით , მაგრამ გაიხსნა

16.04.2026 Newsroom სიახლე 1123
წალკის გავლით გზა შეზღუდვებით , მაგრამ გაიხსნა

წალკის გავლით თბილისში გამგზავრება შესაძლებელია, თუმცა არა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის.

ფარავნის უღელტეხილის მონაკვეთი დაკეტილია დიდი ტვირთამწეობის მქონე ავტომანქანებისთვის. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ავტომოგზის 94-110 კილომეტრზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტომანქანებისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

სხვა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე