ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს, რაც ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, პროექტს მიენიჭა „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ შავი ზღვის კაბელი მიიღებს დაფინანსებას ევროკავშირისგან და ისარგებლებს ნებართვების გაცემის დაჩქარებული პროცესით.
პროექტი ითვალისწინებს ანაკლიასა და რუმინეთის ქალაქ კონსტანცას შორის 1155 კილომეტრი სიგრძის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას.
ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი, ჯამში, 235 ტრანსსასაზღვრო ენერგეტიკულ პროექტს მიანიჭა.