სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი თბილისში ჩამოვიდა, რათა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვას დაესწროს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომეხ პოლიტიკოსსა და მის დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.

ამასთანავე, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც პატრიარქი ილია II ასვენია, გრძელდება ლიტურგია. მას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.

ტაძარში იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად.

მრევლის ნაწილს საშუალება მიეცა ტაძრის ეზოში შევიდეს, სადაც დამონტაჟებულია სპეციალური ეკრანები და მოქალაქეები შეძლებენ ღვთისმსახურების ტრანსლაციას თვალი ადევნონ.