მედია: ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 80-მდე პირია დაკავებული

17.03.2026 Newsroom სიახლე 895
მედია: ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 80-მდე პირია დაკავებული

არაოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე პირია დაკავებული.

ასევე, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაიჭრა 75 წლის ქალი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, ის ერთ-ერთი დაკავებულის დედაა.

გარდა ამისა, ადგილობრივების თქმით, ორმა პირმა — ძმებმა, დაკავებამდე საკუთარ თავს დაზიანებები მიაყენეს.

თეგები: კრიმინალი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე