ილიას უნივერსიტეტის პროფესორებმა და ლექტორებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

13.03.2026 Newsroom სიახლე 1015
ილიას უნივერსიტეტის პროფესორებმა და ლექტორებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები არიან შეკრებილი.

პროფესორებმა კანცელარიაში მიმართვა შეიტანეს, რომლითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოითხოვეს.

მათი თქმით, პრემიერთან შეხვედრისას შეეცდებიან დაარწმუნონ, რომ განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული რეფორმა და უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულების პროგრამების გაუქმება არასწორია და რეფორმა უნდა შეჩერდეს.

პრემიერ-მინისტრის სახელზე დაწერილ მიმართვას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 224 ლექტორი აწერს ხელს.

პროფესორების თქმით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე