აღმოსავლეთში კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მიწოდების ჯაჭვებს“ – გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე

11.03.2026 Newsroom სიახლე 779
აღმოსავლეთში კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მიწოდების ჯაჭვებს“ – გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე

აღმოსავლეთში კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მიწოდების ჯაჭვებს და მთელ მსოფლიოში აფერხებს ჰუმანიტარულ ოპერაციებს. ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ტომ ფლეტჩერმა განაცხადა.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტეში შეფერხებამ შესაძლოა პირდაპირი გავლენა იქონიოს სუბსაჰარულ აფრიკაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე.

“ნამდვილად შეშფოთებული ვარ საკვების ფასებზე, ენერგეტიკის ფასებზე… შეშფოთებული ვარ, რომ შემდგომი ესკალაცია დააზიანებს მიწოდების სხვა მარშრუტებს…

ამ ყველაფერს პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებებზე, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების სივრცეებში სუბსაჰარულ აფრიკაში. მაგრამ უფრო ფართოდ, ეს ფასებს ზრდის და უფრო მეტ ხალხში ზრდის გაჭირვებას”, – განაცხადა ფლეტჩერმა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე