მიგრაციის სამსახურმა საქართველოდან 26 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა

10.12.2025 Sponsored სიახლე 241
მიგრაციის სამსახურმა საქართველოდან 26 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოდან 26 უცხო ქვეყნის მოქალაქე დეპორტაცია განახორციელა.

ბოლო დღეებში განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან დეპორტირებული იქნა ინდოეთის, ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, კუბის, ნიგერიის, ეგვიპტის, ლიბანის, კამერუნის და პაკისტანის 26 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დეპორტირებულ პირებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი არის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის შიგნით არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მისი ერთ-ერთი უფლებამოსილებაა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირება და მათი საქართველოდან დეპორტაციის განხორციელება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე