
სომხეთში, საცხოვრებელ შენობაში ბუნებრივი აირის სავარაუდო აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და 11 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა ჯამბარაკში მოხდა.
სამაშველო სამსახურის ცნობით, სამივე მსხვერპლი ქალი იყო. გარდა ამისა, სახლის ზოგიერთ მცხოვრებთან ჯერ არ დაკავშირებიათ. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სამი მათგანი ერევანში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება მესამე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა.