ახალციხე-ახალქალაქის გზაზე მოძრაობა 20 წუთიანი შესვენებით ხორციელდება

ახალციხე-ახალქალაქის გზაზე მოძრაობა 20 წუთიანი შესვენებით ხორციელდება

დღეს, 24 ივნისს, ახალციხე-ახალქალაქის გზაზე, მოძრაობა გარკვეული შეზღუდვებით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

ახალციხე-ახალქალაქის სახელმწიფოთაშორისი დანიშნულების გზის 43-66კმ მონაკვეთზე იგეგმება კლდეებზე კაჭრების ლიკვიდაციის სამუშაოების ჩატარება.

ამასთან დაკავშირებით გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა 20 წუთიანი ინტერვალებით განხორციელდება. კაჭრების აღმოფხვრის სამუშაოები, რომლებიც უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ კონტროლირდება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე