შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში ნარკოტესტი 1479 მოქალაქემ ჩააბარა, რომელთაგან 1113-ს დაუდასტურდა.
ტესტირებისა და დადებითი შედეგების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში, სადაც 640 ტესტირებულიდან 542-ს დადებითი პასუხი ჰქონდა, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა, 5-დან 4.
გთავაზობთ სრულ სტატისტიკას რეგიონების მიხედვით:
- თბილისი- 542 (640-დან)
- კახეთი- 184 (212-დან)
- სამეგრელო- 113 (133-დან)
- იმერეთი-80 (144-დან)
- ქვემო ქართლი- 74 (110-დან)
- შიდა ქართლი- 66 (96-დან)
- აჭარა- 38 (117-დან)
- გურია- 12 (22-დან)
- სამცხე-ჯავახეთი-4 (5-დან)