რუსეთი მზად არის კიევთან მოლაპარაკებებისთვის წინასწარი პირობების გარეშე

რუსეთი მზად არის კიევთან მოლაპარაკებებისთვის წინასწარი პირობების გარეშე

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი მზად არის კიევთან მოლაპარაკებებისთვის წინასწარი პირობების გარეშე.

დიმიტრი მედვედევმა ეს განცხადება სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა.

,,რუსეთს ამის შესახებ არაერთხელ უთქვამს, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის წინასწარი პირობების გარეშე, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობებისა და იმ წინადადებების გათვალისწინებით, რომლებიც ჩამოყალიბდა. და ასეთ მოლაპარაკებებს შეუძლია მშვიდობის მიღწევა,” – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე