ევროვიზიის 2025 წლის პირველი ნახევარფინალის შედეგები

ევროვიზიის 2025 წლის პირველი ნახევარფინალის შედეგები

გუშინ 13 მაისს ბაზელში ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 15 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: პოლონეთი, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, პორტუგალია, ალბანეთი, ნიდერლანდები, სან მარინო და ისლანდია.

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს.

პირველი ნახევარფინალური შოუდან ფინალში გადასული ქვეყნები მაყურებლის წინაშე 17 მაისს მეორე ნახევარფინალიდან გადასულ 10 ქვეყანასა და „დიდი ხუთეულის“ ქვეყნებთან ერთად წარდგებიან. ფინალში ავტომატურად კონკურსის მასპინძელი ქვეყანა შვეიცარიაც გადადის.

ევროვიზია 2025-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს.

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია 15 მაისს მე-10 ნომრად მეორე ნახევარფინალში იმღერებს.

ევროვიზია 2025-ის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე