
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში საქართველოში 56,8 ათასი ტონა ბენზინი შემოვიდა, რაც წინა წლის მარტისა და აპრილის თვეების მაჩვენებლებზე ნაკლებია.
წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 12,5%-ით ნაკლებია მარტის მაჩვენებელზე, რომელიც 64,9 ათას ტონას შეადგენდა. გასული წლის აპრილთან შედარებით კი, შემცირება 17,1%-ია და 68,5 ათასი ტონა შეადგინა.
რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტს, აპრილში 49 ათასი ტონა შემოვიდა, რაც 11,1 პროცენტით მეტია მარტის მაჩვენებელზე (44,1 ათასი ტონა) და 23,7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის აპრილის მაჩვენებელზე (64,2 ათასი ტონა).