სოფელ ნიჯგორთან კლდიდან ლოდები ჩამოცვივდა

სოფელ ნიჯგორთან კლდიდან ლოდები ჩამოცვივდა

ახალციხე-ნიჯგორის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, კლდიდან ქვის ლოდები ჩამოცვივდა. ამის გამო, გარკვეული ხნით გადაადგილება შეიზღუდა, გზის ამ მონაკვეთზე მოძრავ ტრანსპორტს გაჩერება მოუწია.

როგროც წერს tv.9news-ი, ადგილობრივები ამბობენ, რომ გზისპირა კლდიდან ლოდები ხშირად ცვივა.

ჩახერგილ გზას კომპანია “ჯავახ ავტოგზა” გაწმენდს. მისი ხელმძღვანელის ნოდარ ინასარიძის თქმით, მძიმე ტექნიკა ადგილზე უკვე გავიდა და მდგომარეობის შეფასების შემდეგ, სამუშაოები დაიწყება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე