საქართველოს რაგბის ნაკრები ზედიზედ მერვედ გახდა ევროპის ჩემპიონი

საქართველოს რაგბის ნაკრები ზედიზედ  მერვედ გახდა ევროპის ჩემპიონი

საქართველოს ნაკრები რაგბიში ევროპის ჩემპიონია.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა.

კერძოდ, „ბორჯღალოსანებმა“ ესპანეთის ნაკრები – 46:28 ანგარიშით დაამარცხეს.

საქართველომ ეს ტიტული ზედიზედ მერვედ მოიპოვა, საერთო ჯამში კი მე-17.

შეგახსენებთ, მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე