
მოსკოვის ეკონომიკური უმაღლესი სკოლის მე-2 კურსის სტუდენტმა არტო საარიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოდან მონაწილეობა მიიღო სტუდენტურ სპორტულ ჩემპიონატში და 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
არტო საარიანი სწავლობს რუსეთის უმაღლეს ეკონომიკურ სკოლაში, ორი წლის წინ ახალქალაქის მე-5 საჯარო სკოლა (ე.წ. სკოლა-ინტერნატი) დაამთავრა, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა როგორც ქართულ, ასევე რუსულ უნივერსიტეტებში „რუსეთის სახელმწიფო თანამშრომლობის“ პროგრამით. სანამ სკოლას დაამთავრებდა არტო რამდენიმე წელი ჭიდაობით იყო დაკავებული სოფელ დილისკაში.
მოსკოვში სტუდენტებს შორის სპორტულ ჩემპიონატში მან სპორტის რამდენიმე სახეობაში მიიღო მონაწილეობა, საბოლოოდ მიაღწია მაღალ შედეგებს.
ამგვარად მძიმე ათლეტიკაში, შტანგის აწევაში, 71 კგ სტუდენტებს შორის, მან პირველი ადგილი მოიპოვა, 140 კგ-იანი შტანგა აწია.
აზიდვებში, ამავე წონით კატეგორიაში, მან ასევე 1-ლი ადგილი დაიკავა, 37 აზიდვა გააკეთა.
სირბილში მესამე ადგილი დაიკავა.