ბრიტანულმა The Sun-მა მსოფლიოში McDonald’s-ის 15 ულამაზეს რესტორანს შორის ბათუმის McDonald’s-იც დაასახელა.
გამოცემის შეფასებით, ბათუმის McDonald’s შავი ზღვის სანაპიროზე ქსელის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დაწესებულებაა.
“მას აქვს დახვეწილი, თანამედროვე სტრუქტურა მოხრილი მინის კედლებით და მისი თანამედროვე დიზაინი მიმდებარე ბუნებრივ ლანდშაფტთან არის კონტრასტში,” – წერს The Sun .
ამასთან, გამოცემა იხსენებს, რომ “2014 წელს ამ მრავალწახნაგოვანმა სტრუქტურამ არქიტექტურის ვებგერდ ArchDaily-სგან “საუკეთესო კომერციული შენობის” ჯილდო მიიღო.”
ბათუმის გარდა, მსოფლიოს ულამაზესი McDonald’s-ებია:
- ბრეის (ირლანდია)
- ბუდაპეშტის (უნგრეთი)
- პორტუს (პორტუგალია)
- მადრიდის (ესპანეთი)
- ხანჩჟოუს (ჩინეთი)
- კრისტიანსანის (ნორვეგია)
- სიდნეის (ავსტრალია)
- პარიზის (საფრანგეთი)
- ბარსელონას (ესპანეთი)
- ბელემის (პორტუგალია)
- როტერდამია (ნიდერლანდები)
- როსველის (ახალი მექსიკა)
- მელბურნის (ავსტრალია)
- დაუნიის (კალიფორნია)
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 15 ულამაზესი McDonald’s-ის სიაში ბათუმის რესტორანი რიგის მიხედვით მეხუთეა და ბრეის, ბუდაპეშტის, პორტუს და მადრიდის McDonald’s-ებს მოსდევს.
ცნობისთვის: ბათუმის McDonald’s-ის შენობის არქიტექტურა შუშის 460 პანელით არის დაფარული, ხოლო მთელი შენობის გარშემო აუზია, რომლის სარკისებრი ზედაპირი შენობის ფასადის ფორმებს ირეკლავს. ფასადის ნაწილი მთლიანად ფარავს ბენზინგასამართ სადგურს, რომელიც ისე მუშაობს, რომ McDonald’s-ის სტუმრებს საერთოდ არ აწუხებს. შენობის დიზაინერი გიორგი ხმალაძეა, რომელსაც განათლება ჰარვარდში აქვს მიღებული და რამდენიმე საერთაშორისო კონკურსი აქვს მოგებული.