ფარაჯანოვისადმი მიძღვნილ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

ფარაჯანოვისადმი მიძღვნილ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

„საქართველოს სომეხთა კავშირი“ ყველა მსურველს იწვევს მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორის სერგეი ფარაჯანოვის სახელობის კონკურსში, რომელიც მის დაბადების დღეს – 9 იანვარს გაიმართება.

„კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარადგინოთ ნახატი ან კოლაჟი, შემდეგ გადაიღოთ ნიმუში და განათავსოთ Facebook-ზე ღონისძიების შესაბამის ნახატში.

ნახატისთვის აუცილებელია შეინარჩუნოთ შესაბამისი ზომები 50×60 სმ ნახატის განთავსებისას უნდა მიუთითოთ ავტორის სახელი და ნიმუშის დასახელება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თუ Facebook-ის ღონისძიების გვერდზე არ გაიგზავნება ნიმუშის ნახაზი, მაშინ მათ არ დაუშვებენ მონაწილეობას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე +995 595 00 48 84.

აღვნიშნავთ, რომ სერგეი ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი კონკურსი საქართველოში 2015 წლიდან იმართება. მასში ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე