ქალთა უფასო გამოკვლევა ნინოწმინდაში

ქალთა უფასო გამოკვლევა ნინოწმინდაში

დღეს, 13 ივნისს ნინოწმინდაში ქალთა უფასო სკრინინგის კამპანია გაიმართება.

13 ივნისს, ნინოწმინდის “ევექსის” კლინიკაში სკრინინგ ცენტრის პროგრამით თბილისელ ექიმებთან ერთად მამომობილი ქალებს უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებს.

მომმსახურება დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 17:00 საათამდე.

ეს არის პროგრამის დასკვნითი ეტაპი, რომელსაც Generation I და სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა ახორციელებს. ეს პროექტი ასევე ჩატარდა ახალქალაქსა და ახალციხეში.
„ქალების ჯანმრთელობის მომსახურების გაზრდილი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ხელშეწყობის“ პროექტი 25-70 წლის ასაკის ქალებისთვის მომსახურების მიწოდებას და სხვადასხვა გამოკვლევებს მოიცავს.
„ქალების ჯანმრთელობის მომსახურების გაზრდილი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ხელშეწყობის“ პროექტი სამცხე-ჯავახეთში, კონკრეტულად ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ტარდება.

ქალების ჯანმრთელობის მომსახურების გაზრდილი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ხელშეწყობის“ პროექტი USAID-ის „ერთობა მრავალფეროვნებაში“ პროგრამის ფარგლებში ტარდება, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო საქმეთა სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

აღნიშნული პროგრამა ქვემო ქართლის რეგიონში უკვე 2 წელია მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 1500 ქალმა მიიღო ინფორმაცია და 500-ზე მეტმა ქალმა მიიღო სკრინინგის სერვისი. პირველ წელს გამოიკვლია 400-ზე მეტი ქალი, საიდანაც 38 ქალს დაუდგინდა საშვილოსნოს ყელის პრობლემები, სხვადასხვა პათოლოგიები და სხვადასხვა დონის კიბო, ხოლო 8 ქალს დაუდგინდა სარძევე ჯირკვლის კიბო – მათგან 4 ასიმპტომური, მე-4 სტადია. 2023 წელს დაახლოებით 120 ქალი გამოიკვლია და 10%-ს დაუდგინდა სხვადასხვა სირთულის ჯანმრთელობის პრობლემები.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე