როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება ახალქალაქში

როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება ახალქალაქში

ძლიერი ქარბუქისა და თოვლის გამო ახალქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, მიზეზი მწყობრიდან გამოსული ფიდერები გახდა.

ელექტრომომარაგების კომპანია „Energo Pro Georgia“-დან Jnews-ს აცნობენ, რომ ამინდის რთული პირობების გამო მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენიმე ფიდერში უბედური შემთხვევები დაფიქსირდა.

„ამ დროისთვის ენერგოდისტრიბუციული კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ ავარიების აღმოფხვრაზე. ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება“, – აცხადებენ „Energo Pro Georgia“ კომპანიიდან.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე