საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 576 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 576 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევა არის დადასტურებული.

ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 576-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2966 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე